"სმარტ აკადემია არის ორგანიზებული და სტუდენტებზე ორიენტირებული"

მართა გიუნაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
კურსის შესახებ გავიგე ჩემი რამდენიმე მეგობრისგან. ვსაქმიანობ სრულიად სხვა სფეროში, ვარ ერთ-ერთი კლინიკის HR, თუმცა IT სფეროს მიმართ ინტერესი სულ მქონდა და მინდოდა თეორიულად შემესწავლა აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ფუნქცია- მოვალეობები, როლები, კერძოდ კი QA.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსზე მივიღე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, გამოვყოფდი API და SQL ლექციის ნაწილს, სადაც უფრო მეტად პრაქტიკულ ნაწილს შევეხეთ.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ
თაკო არის ძალიან კარგი ლექტორი, კურსის მიმდინარეობისას ორიენტირებული იყო არა მხოლოდ სალექციო მასალის მოწოდებაზე, არამედ უფრო სიღრმისეულად ჩვენს განვითარებაზე, გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, რამდენჯერმე მოიწვია სპიკერი, რომლებმაც ასევე გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და ჩვენს შეკითხვებზე გაგვცეს პასუხი. კურსის მიმდინარეობისას ლექტორი გვერდში გვედგა, ცდილობდა ნებისმიერი ჩვენთვის გაუგებარი საკითხის კიდევ ერთხელ ახსნას. თავისივე უშუალო დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ გვერიდებოდა კითხვების დასმა და არ ვიძაბებოდით რამეს თუ არასწორად ვიკთხავდით, ან რამეზე პასუხი თუ არ გვექნებოდა. ლექტორმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მოგვცა, ასევე საშუალება მოგვცა ფინალურ პროექტზე, უკვე პრაქტიკაში გამოგვეყენებინა მიღებული ცოდნა, რითაც რეალურ პროექტზე მუშაობის იმიტაცია შეგვიქმნა.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
სმარტ აკადემიაში, ლექტორი, ჯგუფელები და უშუალოდ პროგრამაში ჩართული პირები ქმნიდნენ ძალიან კომფორტულ და კარგ გარემოს, რაც უფრო მეტად სანტერესოს ხდიდა კურსის მსვლელობას. მაქისმალურად იყო დაცული სალექციო დროები, სილაბუსის მიხედვით. ამის გარდა, პროექტის კოორდინატორი დროულად გვიტვირთავდა სალექციო მასალას classroom-ში და ნებისმიერ საორგანიზაციო კითხვებზე გვცემდა დროულ პასუხს. კეთდებოდა ლექციების ჩანაწერები, რითაც საშუალება გვქონდა სურვულისამებრ და საჭიროებისამებრ კიდევ ერთხელ მოგვესმინა ლექციისთვის.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?
ამ ეტაპზე არ დავსაქმებულვარ, მაგრამ სურვლი მაქვს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით ვრეალიზდე.
გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია არის ორგანიზებული და სტუდენტებზე ორიენტირებული. ვფიქრობ, სმარტ აკადემია ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიაა, რომელიც გაძლევს ღირებულ ცოდნას გამოცდილი ლექტორების დახმარებით.
თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე